ეს პორტფოლიო არ არის.
ეს თქვენი კონტენტია.
თქვენი პროდუქტი, თქვენი ფერები, თქვენი ლოგო. Minty Market-ისთვის შექმნილი პოსტები, ფოტოები და ვიდეოები, გამოსაქვეყნებლად მზად.
- 5ვიდეო
- 5პოსტი
- 3სარეკლამო ფოტო
მოკლე ვიდეოს ფორმატები
Reels და TikTok, 9:16. თითო ფორმატი ყოველ კვირას ახალი პროდუქტით მეორდება.
ეს ვიდეოები სატესტო, საჩვენებელი ვერსიებია. რეალურ სამუშაოში ხარისხი უფრო მაღალი იქნება: თქვენი კადრებით, მეტი დროითა და საბოლოო დახვეწით.
CGI რეკლამა რეალურ ქალაქში
FOOH ფორმატი: პროდუქტი ნაცნობ ლოკაციაზე ჩნდება, გადაღების გარეშე. სცენარი, პერსონაჟი, ანიმაცია, ხმა და მონტაჟი სრულად ჩემი შესრულებულია.
იმავე ფორმატს ვამზადებ ნებისმიერი პროდუქტის, აქციის ან ახალი ფილიალის გახსნისთვის.
დააჭირეთ ვიდეოს და სრულ ეკრანზე, ხმით ნახავთ.
პოსტები, რომლებსაც ერთი შეხედვით გცნობენ
ერთი სტილი მთელი გვერდისთვის: თქვენი მწვანე და ოქროსფერი, ერთი შრიფტი და შეკვეთის ღილაკი ყოველთვის ერთ ადგილას. როცა ყველა პოსტი ასე გამოიყურება, ადამიანი ლენტაში გცნობთ, სანამ ერთ სიტყვას წაიკითხავს.



იგივე ქილა, სხვა შთაბეჭდილება
მარცხნივ ჩვეულებრივი ფოტოა თეთრ ფონზე. მარჯვნივ იგივე ქილაა იმავე ეტიკეტით, ოღონდ ისეთ გარემოში, სადაც მისი გასინჯვა მოგინდებათ. ფოტოსესია, სტუდია და რეკვიზიტი არ დამჭირვებია.




მზა პოსტები Facebook-ისთვის
ორი 4:5 პოსტერი სხვადასხვა სტილში, ორივე თქვენი ბრენდის ფერებით, და სუფთა სტუდიური კადრი ტექსტის გარეშე.
როგორ ვიმუშავებთ დისტანციურად
თქვენს გუნდს კონტენტზე დროის დახარჯვა არ დასჭირდება. ვმუშაობ იმ მასალით, რაც უკვე გაქვთ, დანარჩენს თავად ვქმნი.
პროდუქტის ფოტოები და მიმდინარე აქციები საერთო ჩატში გამომიგზავნეთ, როცა მოგიხერხდებათ. თუ მაღაზიის ჩვენებაც გინდათ, ტელეფონით გადაიღეთ და მომაწოდეთ.
სურვილისამებრ, თქვენი ტემპითპოსტები, რილსები და TikTok ვიდეოები ბრენდის სტილში: თქვენი პროდუქტით, AI სცენებითა და CGI რეკლამით.
გეგმა ერთი კვირით ადრეყველაფერს გამოქვეყნებამდე ხედავთ. თვეში ერთხელ იღებთ მოკლე ანგარიშს ნახვებითა და ჩართულობით.
თვიური ანგარიშირას მიიღებთ თვეში
ყველაფერი, რასაც თქვენი კონტენტ კრეატორის ვაკანსია მოიცავს, დისტანციურად და სააგენტოს დონის ვიზუალით.
საბაზო
ყველაფერი, რასაც კონტენტ კრეატორის ვაკანსია მოიცავს
- 12–16 პოსტი Instagram-ისა და Facebook-ისთვის
- 8 Reels / TikTok ვიდეო
- სთორები კვირაში 3-ჯერ
- პროდუქტის ფოტოები ბრენდის სტილში
- კონტენტ-კალენდარი
- თვიური ანგარიში
პრემიუმ
ყოველდღიური კონტენტი და კინემატოგრაფიული რეკლამა
- ყველაფერი საბაზოდან
- CGI ჰერო რეკლამა (FOOH), მთაწმინდის ვიდეოს მსგავსი
- სეზონური კამპანიები: ახალი წელი, შავი პარასკევი, ახალი ფილიალის გახსნა
- კამპანიების იდეები და ტრენდების მონიტორინგი
პროდუქტის ეტიკეტი, ფასი და აქციის პირობები ყოველთვის რეალურს შეესაბამება.
ეს მხოლოდ ნიმუშია. ასეთ კონტენტს თქვენთვის ყოველ კვირას მოვამზადებ.
უნარები
ვებ-დეველოპმენტი
სწრაფი საიტები და ვებ-აპლიკაციები ნულიდან, დიზაინიდან კოდამდე. WordPress-ის საკუთარი თემები, ადმინ-პანელები და API ინტეგრაციები.
სერვერი და ჰოსტინგი
საიტის გაშვება და სერვერზე გადატანა, HTTPS, ავტომატური ბექაპები და მონიტორინგი, რომ საიტი შეუფერხებლად მუშაობდეს.
SEO და ანალიტიკა
ტექნიკური SEO აუდიტი და გასწორება: სტრუქტურა, sitemap, schema და ინდექსაცია. საძიებო სიტყვების კვლევა და შედეგების გაზომვა.
კონტენტის შექმნა
პროდუქტისა და უძრავი ქონების ფოტოები, AI ვიდეო და რილსები, მოუშენ-გრაფიკა, 3D და ბრენდ-კიტები, სოციალური გვერდების სრული მართვით.
ავტომატიზაცია
განმეორებად სამუშაოს სისტემას ვაბარებ: ჩატბოტები, ავტოპოსტინგი, მონაცემების შეგროვება და ლიდების მიწოდება რეალურ დროში.
ნამუშევრები
დავიწყოთ თანამშრომლობა
მომწერეთ და 24 საათში გიპასუხებთ.